GITA – ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

GITA – ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

GITA – ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. კვირეული სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. შეხვედრები ჩატარდება პირისპირ და ონლაინ ფორმატშიც. „გადაიაზრე მომავალის“ თემის ფარგლებში ICF საქართველო ჩაატარებს სესიებსა და ლექციებს სტარტაპებისთვის, ონლაინ მასტერკლასებსა და ვებინარებს. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას ქოუჩინგის პროფესიით დაინტერესებულ პირებს  კარიერული განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ. კვირეულის ფარგლებში, ტექნოპარკში, სტარტაპებისთვის ბიზნესქოუჩინგის დღე გაიმართა, სადაც განიხილეს ემოციური ინტელექტის, კრეატიული აზროვნების, ლიდერობის, ცვლილებების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნებისა და სხვა დაკავშირებული თემები.

 

ქოუჩინგის საერთაშორისო  ფედერაცია (ICF) არის  პროფესიონალი ქოუჩების უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 140 ქვეყანასა და 35 000 მეტ პრაქტიკოს ქოუჩს. ყოველწლიურადმაისში, ICF მართავს საერთაშორისო კვირეულებს, სადაც ქოუჩები მთელი მსოფლიოდან ატარებენ ღია ლექციებს, შეხვედრებსა და სესიებს ქოუჩინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოში შექმნილი ვითარების, პანდემიისა და ომის გათვალისწინებით კვირეულის მთავარი თემაა „გადაიაზრე მომავალი“. საქართველო, როგორც ICF წევრი ქვეყანა, უერთდება კვირეულს.

 

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ტრენერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ჩატარდება ღონისძიება „მომავლის უნარები“. შეხვედრაზე ICF საქართველოს წევრი ქოუჩები და ტრენერთა ასოციაციის ტრენერები, მონაწილეებთან ერთად ისაუბრებენ მომავლის უნარებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების საწინდარია. ასევე განხილული იქნება, როგორ შეიძლება ამ უნარებზე მუშაობა ქოუჩინგისა და ტრენინგის საშუალებით.

 

24 მაისს HRPA-სთან პარტნიორობით ჩატარდება ჯგუფური ქოუჩინგის სესიები HR პროფესიონალებისთვის თემით: „ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარებისთვის“. შეხვედრაზემონაწილეები მიიღებენ ცოდნას პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტების შესახებ.

 

 

 

 

 

 

26 მაისს ჩატარდება ღონისძიება „ქოუჩინგის ელჩი“. შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ჯგუფური ქოუჩინგის გამოცდილებას, ინფორმაციას სფეროსა და ქოუჩის პროფესიაში განვითარების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ქოუჩინგის კვირეული ასევე ჩატარდება ქუთაისსა და ბათუმში (28-29 მაისი). მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ქოუჩინგის ინსტრუმენტები და მეთოდები.

 

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…